Geo / Eng

მოითხოვე ზარი

Vivify Logo

En

Ge

სერვისი

Horeca

Vivify გთავაზობთ სრულ სერვისს HoReCa ინდუსტრიაში — რესტორნის იდეიდან გახსნამდე და მოქმედი ბიზნესის განახლებამდე.
თუ გაქვთ მხოლოდ სივრცე და გსურთ გახსნათ კაფე-ბარი ან რესტორანი, ჩვენ ვზრუნავთ ყველაფერზე: ვქმნით კონცეფციას, ვამზადებთ ინტერიერის დიზაინს, ვაწყობთ მენიუს სრული ფინანსური კალკულაციით, ვატარებთ სტაფის ტრენინგს და ვახორციელებთ პროექტს ისე, რომ გახსნის ღონისძიებაზე თქვენ მხოლოდ ლენტის გაჭრით შეხვდებით პირველ სტუმრებს უკვე სრულად მომზადებული გუნდისა და იდეალურად მოწყობილი რესტორნით
* უკვე მოქმედი რესტორნებისთვის გთავაზობთ შეფის კონსულტაციას — რეცეპტების დახვეწას, სამზარეულოს პროცესების გაუმჯობესებას და მენიუს ოპტიმიზაციას.
ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორობის პრინციპით და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით, რათა თითოეული ნაბიჯი ზუსტად მოერგოს თქვენს მიზნებს და თქვენი რესტორანი იყოს მომგებიანი და კონკურენტუნარიანი.

Let's Talk

მენიუს აწყობა
  • ბრენდის კონცეფციასა და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მენიუს შექმნა სრული ფინანსური კალკულაციით
  • რეცეპტების შემუშავება
  • ინგრედიენტების შერჩევა
  • ფასების გამოთვლა და კერძების ვიზუალური პრეზენტაცია.
სრული სერვისი რესტორნის მოსაწყობად
  • სივრცის კონცეფციის შექმნა
  • ინტერიერის დიზაინი
  • ავეჯისა და ტექნიკის შერჩევა
  • სერვისისა და სამზარეულო ინვენტარის სრულყოფილი შერჩევა
  • ოპერაციული პროცესების დაგეგმვა და გახსნის დღემდე ყველა დეტალის მართვა.
შეფის კონსულტაცია
უკვე მოქმედი რესტორნებისთვის:
  • მენიუს გაუმჯობესება
  • რეცეპტების დახვეწა
  • სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაცია და ხარისხის სტანდარტების ამაღლება.
სტაფის ტრენინგი
გუნდის მომზადება მომსახურების სტანდარტებზე:
  • კლიენტების მომსახურების კულტურა
  • სამზარეულოსა და დარბაზის პროცესების ორგანიზება
  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდის კოორდინაცია
  • ტრენინგის ბოლოს გამოცდითა და საბოლოო შეფასებით, რათა თანამშრომლებმა პრაქტიკულად დაამტკიცონ მიღებული ცოდნა.

მოდით შევხედოთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი სტრატეგია გახდეს თქვენი წარმატების მამოძრავებელი ძალა, Vivify გთავაზობთ ყველაფერს, რაც ბრენდს ხდის გამორჩეულს , ხოლო მომხმარებელს გულგრილს არ ტოვებს.

Book a Call

Vivify BCK
მოითხოვე ზარი
Vivify Green

En

Ge

Geo / Eng

მოითხოვე ზარი