შემოგვიერთდით მოგზაურობაში, სადაც გაყიდვები არ არის მხოლოდ ტრანზაქციები; ეს არის ხანგრძლივი შთაბეჭდილებების შექმნა.
საქართველოში პირველად ვნერგავთ და ვანხორციელებთ HoReCa პროექტებს პრემიუმ კლასის სტანდარტებით, კონცეფციის დაბადებიდან სრულფასოვან განხორციელებამდე. გახსნის შემდგომ მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები, რაც გულისხმობს სრულ ციკლს-ინტერიერის დიზაინს, მენიუს ფინანსურ მოდელირებას, სტაფის ტრენინგს და სრულ მართვას, რათა გახსნის დღეს, თქვენი ძირითადი საზრუნავი დარჩეს მხოლოდ სტუმრების მიღება. მოქმედი ობიექტებისთვის ვანხორციელებთ შეფის ექსკლუზიურ კონსულტაციას, რეცეპტებისა და პროცესების დახვეწას.
დეტალურად ვამუშავებთ ინგრედიენტებს, ვაფართოვებთ კულინარიულ დეტალებს და ვაწყობთ სრულ სისტემას, რომ საბოლოოდ მივიღოთ უმაღლესი ხარისხი და ფინანსური ეფექტურობა ერთდროულად.
Vivify-ში გუნდის ორგანიზების ნაწილს დიდ ყურადღებას ვაქცევთ პრემიუმ სერვისისთვის. მომსახურების კულტურა, პროცესების ეფექტური მართვა და კვალიფიკაციის შეფასება-წარმოადგენს ძირითად ასპექტებს, რომელზეც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, დროსა და ენერგიას ვხარჯავთ.
BTL სტრატეგიის შექმნისთვის, Vivify აკეთებს ბაზრისა და კონკურენტების დეტალურ ანალიზს, რომელიც თქვენს ბრენდს გამორჩეულად წარმოაჩენს გადაწყვეტილების მიღების მომენტში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ფასის პოლიტიკაზე, ვიზუალურ კონტრასტზე და თაროების განლაგებაზე. ყოველი დეტალი, რასაც ჩვენ ვირჩევთ კამპანიებისთის, პირდაპირ ხელს უწყობს მომხმარებლის არჩევანს თქვენს პროდუქტზე.
თითოეულ კატეგორიაში მხოლოდ ერთ ბრენდზე მუშაობა საშუალებას იძლევა, მივაღწიოთ ოპტიმალურ შედეგებს და გამორჩეულ პოზიციონირებას. სტრატეგიული SWOT ანალიზით ვაერთიანებთ ბრენდის ძალებს, სუსტ წერტილებს, შესაძლებლობებს და რისკებს, რაც უზრუნველყოფს მიზნობრივ გადაწყვეტილებებს.
პროდუქტის ოპტიმალური წარმოჩენა, პრომო აქტივობები, თაროს პრომოცია -ეს არასრული ჩამონათვალია, რასაც მიმდინარე კამპანიებში ვგეგმავთ.
ბრენდებს ეგზავნება მონაცემებზე დაფუძნებული ყოველთვიური ანგარიშები-აქტივობების ანალიზი, შედეგების შეფასება და ინდივიდუალურად მორგებული რეკომენდაციები, რომლებიც უზრუნველყოფს სტრატეგიული გადაწყვეტილებების ოპტიმალურ ეფექტს.
თითოეული ნაბიჯი:განლაგება, ფასი, დაფარვა-გათვლილია გაყიდვების მნიშვნელოვნად ზრდისთვის და ბრენდის პრესტიჟისთვის.
Vivify ქმნის ბიზნესის სრულყოფილ ხედვას და ინტეგრირებულ სისტემას მყარი კომპანიის/სტარტაპის ეფექტური მართვისთვის. აერთიანებს ბიზნესკომუნიკაციის სიზუსტეს და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვას.
კონცეპტუალური მარკეტინგი დღეს არ წარმოაჩენს მხოლოდ პროდუქტს-ის ქმნის გამოცდილებას, აღაფრთოვანებს მომხმარებელს და გარდაქმნის ბრენდის ბუნებრივ ელჩად. ორგანული რეკომენდაციები და ინტერაქცია კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრატეგიული აქტივია, რადგან ადამიანები ერთმანეთშ უფრო ენდობიან, ვიდრე ბრენდებს და საუკეთესოდ გადაღებულ “რეკლამას”.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება ემოციურ ინტელექტს და ფსიქოლოგიურ სიღრმეებს: ჩვენ ვაკვირდებით, როგორ აღიქვამს მომხმარებელი თითოეულ კონტაქტს, რა ტიპის ემოცია წარმოქმნის მასში მოქმედების ან გადაწყვეტილების მიღების სურვილს. Vivify-ში არასდროს ვივიწყებთ გავლენის პრინციპებს: ავტორიტეტი, თანხვედრა, სოციალური მტკიცებულება და მათ ვაქცევთ მარკეტინგულ ინსტრუმენტებად, რადგან ისინი პირდაპირ ზრდიან კომპანიის ეფექტურობას, ბრენდის აღქმას და მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას.