საქართველოში პირველად ვნერგავთ და ვანხორციელებთ HoReCa პროექტებს პრემიუმ კლასის სტანდარტებით, კონცეფციის დაბადებიდან სრულფასოვან განხორციელებამდე. გახსნის შემდგომ მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები, რაც გულისხმობს სრულ ციკლს-ინტერიერის დიზაინს, მენიუს ფინანსურ მოდელირებას, სტაფის ტრენინგს და სრულ მართვას, რათა გახსნის დღეს, თქვენი ძირითადი საზრუნავი დარჩეს მხოლოდ სტუმრების მიღება. მოქმედი ობიექტებისთვის ვანხორციელებთ შეფის ექსკლუზიურ კონსულტაციას, რეცეპტებისა და პროცესების დახვეწას.
დეტალურად ვამუშავებთ ინგრედიენტებს, ვაფართოვებთ კულინარიულ დეტალებს და ვაწყობთ სრულ სისტემას, რომ საბოლოოდ მივიღოთ უმაღლესი ხარისხი და ფინანსური ეფექტურობა ერთდროულად.
Vivify-ში გუნდის ორგანიზების ნაწილს დიდ ყურადღებას ვაქცევთ პრემიუმ სერვისისთვის. მომსახურების კულტურა, პროცესების ეფექტური მართვა და კვალიფიკაციის შეფასება-წარმოადგენს ძირითად ასპექტებს, რომელზეც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, დროსა და ენერგიას ვხარჯავთ.